პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: მაშინ, როდესაც ნარკომანიასთან ბრძოლის კუთხით ქმედით ნაბიჯებს ვდგამთ, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია უმნიშვნელოვანესია

სპორტი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამას ადასტურებს ისიც, რომ სპორტსმენები ღირსების ორდენებით ჯილდოვდებიან. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, რეგიონებში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, თბილისში კი, ახალი სტადიონი აშენდება. პროფესიული და მასობრივი სპორტის განვითარებას უკვე თანაბარი ყურადღება ეთმობა, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ პლენარულ სხდომაზე.

მან მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ზედიზედ მერვედ რაგბის ევროპის ჩემპიონატის მოგება მიულოცა და აღნიშნა, რომ სპორტის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ქვეყანაში სტაბილური გარემოა.

„ზედიზედ მესამე წელია, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ეს მშვიდობის და იმ რეფორმების დამსახურებაა, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს. 2024 წელი კი, ქართული სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. ფეხბურთელებმა პირველად იასპარეზეს ევროპის ჩემპიონატზე, რასაც მოჰყვა ოლიმპიადა და პარალიმპიადა. აქაც, საქართველომ ისტორიული შედეგები აჩვენა. შარშან, ისტორიაში პირველად, ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. წელს კი, კალათბურთელებმა ისევ შეძლეს ევრობასკეტზე გასვლა.

საქართველომ უმასპინძლა ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალსაც, რაც უპრეცედენტო მოვლენა იყო. მაშინ, როდესაც ნარკომანიასთან ბრძოლის კუთხით ქმედით ნაბიჯებს ვდგამთ, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია უმნიშვნელოვანესია. გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას თაობების, განსაკუთრებით კი, ჩვენი ახალგაზრდა თაობის გადასარჩენად!“ – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,950,911 ნახვა