ეკონომიკა

„სამუშაო სიღარიბის დონე“ საქართველოში ორ წელიწადში განახევრდა და ახალ ისტორიულ მინიმუმზეა

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) „სამუშაო სიღარიბის“ ინდექსი გამოაქვეყნა. ინდექსი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მაჩვენებელია და გამოხატავს  სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფი დასაქმებულების რაოდენობას. ILO-ს შეფასებით, საქართველოში 2024წელს დასაქმებულთა შორის  სიღარიბის საერთაშორისო  ზღვარს მიღმა მყოფი პირების დონე ახალ ისტორიულ მინიმუმადე შემცირდა და  1,7%-ს გაუთანაბრდა. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით საქართველოში 2 წელიწადში სამუშაო სიღარიბე ორჯერ შემცირდა, ხოლო 12 წელიწადში, ანუ  2012 წელთან შედარებით თითქმის 5-ჯერ (4,7-ჯერ). 

ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მაჩვენებლები 2000 წლიდან 2024 წლის ჩათვლით. ირკვევა, რომ საქართველოში სამუშაო სიღარიბის მკვეთრი შემცირება 2012 წლიდან დაიწყო. 2000-2003 წლებში სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა საშუალოდ იყო  დასაქმებულთა  11 %,  ვითარება პრაქტიკულად არ შეცვლილა 2004-2012 წლებში, რა დროსაც 10%-ი ანუ საშუალოდ ყოველი მეათე დასაქმებული სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა იყო.  

სიტუაცია არსებითად შეიცვალა 2013-2024 წლებში. ამ პერიოდში სამუშაო სიღარიბის დონე საქართველოში საშუალოდ 3,3%-ს გაუთანაბრდა და შესაბამისად სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა საშუალოდ ყოველი ოცდამეათე დასაქმებული იყო.  ბოლო, ანუ 2024 წლის მონაცემებით სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა საშუალოდ  ყოველი 59-ე  დასაქმებული პირია, ანუ  1,7%-ი, რაც საქართველოს ახალი ისტორიული მინიმუმია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,950,635 ნახვა