დღეს მეორე სასესიო მოსმენით პარლამენტი „ფარას” ზუსტ ასლზე იმსჯელებს. განსხვავებით უკვე მოქმედი კანონისა, ამერიკული კანონი გარდა ორგანიზაციებისა, ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება.
მმართველი გუნდის თქმით, ამერიკული „ფარა“ გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და გარე გავლენების პრევენციისთვის საუკეთესო მექანიზმია.
„დღეს ამერიკული „ფარა“ არის საუკეთესო ამ მიმართულებით სხვა ქვეყნების პრაქტიკასთან შედარებით, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამერიკული კანონმდებლობა ჩვენთან დავნერგოთ და ამით ამით ეფექტიანად ვებრძოლოთ იმ პრობლემას, რასაც ჰქვია უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის მიღმა ქვეყანაში შემოსვლა და არაფორმალური გავლენების გატარება. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს იქნება ყველაზე ეფექტიანი ნაბიჯი ამ მიმართულებით კანონმდებლობის და ზოგადად პრაქტიკის მოწესრიგების“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.