აშშ-ს ფედერალური სამსახურების თანამშრომლები, რომლებიც პანდემიის შემდეგ, ამ დრომდე დისტანციურად მუშაობდნენ, ტრამპის განკარგულების შემდეგ ოფისებს დაუბრუნდნენ. როგორც „როიტერი` იუწყება, აშშ-ს მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურიდან (USCIS), ერთ-ერთმა თანამშრომელმა შეატყობინა, რომ ოფისში სიარული „შიმშილის თამაშების“ სიუჟეტს ჰგავს, რადგან კოლეგებს სამუშაო მაგიდებისთვის, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ერთმანეთთან ბრძოლა უწევთ. ხშირია ხელჩართული ჩხუბები.
ვაშინგტონში, ნასა-ს შტაბ-ბინაშიც არ არის უკეთესი მდგომარეობა. თანამშრომლები ამბობენ, რომ არ ყოფნით მაგიდები, ავტომობილის გასაჩერებელი ადგილები, ინტერნეტი ხარვეზებით მიეწოდებათ, ამასთან, შენობა სავსეა ტარაკნებით.
NASA-ს წარმომადგენელი შერილ უორნერი აცხადებს, რომ სასწრაფოდ იქნა მიღებული ზომები „ამ საშიშროების წინააღმდეგ“.
20 იანვარს დონალდ ტრამპმა გასცა განკარგულება, რომ აშშ-ს ფედერალური სამსახურების ასობით ათასი თანამშრომელი, რომელთა დიდი ნაწილი COVID-19-ის შემდეგ სახლებიდან მუშაობდა, ოფისებში სრული სამუშაო დღით უნდა დაბრუნდნენ, თუმცა Reuters-ის მტკიცებით, ამ ადამიანებისთვის სამუშაო ადგილების მოწესრიგებაზე არავინ იზრუნა.