Uncategorized

BMG- 2024 წელს რადიო თავისუფლების ქართული ოფისის დაფინანსება USAGM-იდან 2.46 მლნ. დოლარი, ხოლო ამერიკის ხმის ქართული ოფისის დაფინანსება 1.3 მლნ დოლარი იყო

2024 წელს რადიო თავისუფლების ქართული ოფისის დაფინანსება USAGM-იდან 2.46 მილიონი დოლარი, ხოლო ამერიკის ხმის ქართული ოფისის დაფინანსება კი 1.3 მილიონი დოლარი იყო.,- ამის შესახებ ინფორმაციას BMG ავრცელებს.

ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს ფართომასშტაბიან საბიუჯეტო შემცირებას ამერიკის გლობალური მედიის სააგენტოში (USAGM), რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო მაუწყებლების, მათ შორის Voice of America-ს (VOA) და Radio Free Europe/Radio Liberty-ის (RFE/RL) მთავარი დამფინანსებელი სტრუქტურა.

2024 წელს USAGM-ის დაფინანსება 886 მილიონი დოლარი იყო. ორგანიზაცია მთლიანობაში 3,500 ადამიანს ასაქმებს. 2024 წელს რადიო თავისუფლების ბიუჯეტი 146 მილიონი დოლარი, ამერიკის ხმის დაფინანსება კი 267 მილიონი დოლარი იყო. ამასთან, USAGM-ის ადმინისტრაციის ბიუჯეტმა 238 მილიონი დოლარი შეადგინა.

გარდა ამერიკის ხმისა და რადიო თავისუფლებისა USAGM-ი ასევე აფინანსებს რადიო თავისუფალ აზიას 63 მილიონი დოლარით და ახლო აღმოსავლეთის საინფორმაციო საშუალებებს 106 მილიონი დოლარით.

ბიუჯეტის თანახმად, 2024 წელს რადიო თავისუფლების ქართული ოფისის დაფინანსება USAGM-იდან 2.46 მილიონი დოლარი, ხოლო ამერიკის ხმის ქართული ოფისის დაფინანსება კი 1.3 მილიონი დოლარი იყო.

16 მარტს თეთრმა სახლმა ამერიკის ხმის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა. განცხადების თანახმად, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განცხადებას “რომელიც უზრუნველყოფს, რომ გადამხდელთა ფული აღარ დაიხარჯოს რადიკალური პროპაგანდის დაფინანსებაში”.

14 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც რამდენიმე ფედერალური სააგენტოს ისეთი ფუნქციების შეწყვეტა დაევალება, რომელთა შესრულებაც წესდებით დადგენილი არ არის.

სააგენტოებისა და დეპარტამენტების ჩამონათვალი, რომლებსაც ტრამპის გადაწყვეტილება შეეხება, ასე გამოიყურება:

  • მედიაციისა და შერიგების ფედერალური სერვისი;
  • აშშ-ს სააგენტო გლობალური მედიისთვის (USAGM);
  • ვუდროუ უილსონის სახელობის აკადემიკოსთა საერთაშორისო ცენტრი;
  • სამუზეუმო და საბიბლიოთეკო სამსახურების ინსტიტუტი;
  • აშშ-ს უწყებათაშორისი საბჭო უსახლკარობის შესახებ;
  • თემის განვითარების საფინანსო ინსტიტუტების ფონდი;
  • უმცირესობათა ბიზნესების განვითარების სააგენტო.
Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,950,620 ნახვა