პოლიტიკა

ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე- 13 წელი გაგვაფლანგინა ამ ხარბმა, ძალაუფლებაზე გაგიჟებულმა ეგომანიაკმა

სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 12-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„სააკაშვილზეა დამოკიდებული რამდენ ხანს იჯდება.

თუ შეწყვეტს ბიძინას მაშველი რგოლის როლის თამაშს, რეჟიმი უფრო სწრაფად შეიცვლება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება.

მერე სასამართლო რეფორმა ჩატარდება და ვისაც რა პრეტენზია აქვს სააკაშვილთან, თავისუფალ და სამართლიან სასამართლოში გაირკვევა – საჭიროების შემთხვევაში.

თუ არ შეწყვეტს – მაინც ჩავრეცხავთ პოლიტიკურად და მაინც შევცვლით რეჟიმს, უბრალოდ მეტი დრო დაგვჭირდება – 13 წელი გაგვაფლანგინა ამ ხარბმა, ძალაუფლებაზე გაგიჟებულმა, თვითდესტრუქციულმა ეგომანიაკმა“,-წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,950,170 ნახვა