სამართალი

ანტინარკოტიკულ საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს

პარლამენტში ანტინარკოტიკულ რეფორმაზე მუშაობა გრძელდება. ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს. ცვლილებებზე პირველი მოსმენით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე უკვე იმსჯელეს.

კანონი განსაკუთრებით მკაცრი იქნება ნარკორეალიზატორების მიმართ. მათთვის სასჯელი 12 წლიდან იწყება და უვადო პატიმრობამდე მიდის.

დოკუმენტის მიხედვით, რეალიზატორებს ჩამოერთმევათ ქონება, რომელიც სწორედ ნარკოტიკების გაყიდვით დააგროვეს. ცვლილებები მკაცრად მიჯნავს მომხმარებლებსა და რეალიზატორებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,950,156 ნახვა