უცხოური მედია

მარკო რუბიომ აშშ-ში სამხრეთ აფრიკის ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აშშ-ში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ელჩი იბრაჰიმ რასული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

„იბრაჰიმ რასული რასობრივი საკითხებით შეპყრობილი პოლიტიკოსია, რომელსაც სძულს ამერიკა და სძულს აშშ-ის პრეზიდენტი. ჩვენ არაფერი გვაქვს მასთან სასაუბრო, ამიტომ ის ითვლება პერსონა ნონ გრატად“, – დაწერა რუბიომ სოციალურ ქსელ X-ში.

ამ განცხადებას რუბიომ თან დაურთო გამოცემა „ბრეიბართის“ ბმული, რომელშიც ნათქვამია, რომ სიტყვით გამოსვლისას რასულმა ტრამპს „თეთრკანიანთა უპირატესობისთვის ბრძოლის გლობალური მოძრაობის“ ლიდერი უწოდა.

ვიდეოში, რომელზეც მითითებულია ბმული, დიპლომატი განმარტავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მომხრეთა მოძრაობა MAGA (Make America Great Again) წარმოადგენს „თეთრკანიანთა უპირატესობის ინსტინქტის შედეგს“. ის ასევე აცხადებს, რომ „აშშ-ის ამომრჩეველი ელექტორატი, პროგნოზების მიხედვით, 48%-ით თეთრი გახდება“.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 7 მარტს განაცხადა, რომ აშშ სრულად წყვეტს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ფედერალურ დაფინანსებას. ამის მიზეზად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 2024 წლის ბოლოს მიღებული კანონი დასახელდა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწების ექსპროპრიაციას ეხება. ეს ნორმა საშუალებას აძლევს მთავრობას, ჩამოართვას ფერმერებს მიწა და ზოგიერთ შემთხვევაში მას კომპენსაციაც არ გადაუხადოს.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს კანონი არღვევს ქვეყნის კონსტიტუციის ნორმებს და ჰგავს ზომებს, რომლებსაც აპარტეიდის მთავრობა იყენებდა. ამჟამად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სახნავი მიწების თითქმის 75%-ს თეთრკანიანი უმცირესობის წარმომადგენლები ფლობენ.

„სამხრეთ აფრიკა საშინლად ექცევა ფერმერებს, რომლებიც დიდი ხანია ცხოვრობენ ქვეყანაში. ისინი ართმევენ მათ მიწებს, ფერმებს და უარესიც. ახლა იქ ცხოვრება შეუძლებელია. ჩვენ ვწყვეტთ ყველა ფედერალურ დაფინანსებას“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან ერთად, ტრამპმა აღნიშნა, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ფერმერებისთვის, რომლებიც გადაწყვეტენ ქვეყნის დატოვებას, გაამარტივებენ ამერიკის მოქალაქეობის მიღების პროცედურას.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,949,598 ნახვა