უცხოური მედია

ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს,  აშშ-ში შესვლა 43 ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაამკაცროს

ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს,  გაამკაცროს აშშ-ში შესვლა 43 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მათ შორისა ბელარუსი და რუსეთი.

ქვეყნების სია სახელმწიფო დეპარტამენტმა შეადგინა რამდენიმე კვირის წინ.  ინფორმაციას The New York Times საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გაზეთი სამი კატეგორიის ქვეყნების ცხრილს აქვეყნებს: წითელი, ნარინჯისფერი და ყვითელი.

პირველში შედის ქვეყნები, რომლის მოქალაქეებსაც აშშ-ში შესვლა სრულად ეკრძალებათ. ესენია: ავღანეთი, ბუტანი, კუბა, ირანი, ლიბია, ჩრდილოეთ კორეა, სომალი, სუდანი, ვენესუელა და იემენი.

ნარინჯისფერ სიაში მოხვდა 10 ქვეყანა: რუსეთი, ბელარუსი, ერიტრეა, ჰაიტი, ლაოსი, მიანმა, პაკისტანი, სიერა-ლეონე, სამხრეთ სუდანი, თურქმენეთი. ამ ქვეყნების მოქალაქეები დაექვემდებარებიან სავალდებულო გასაუბრებას. აშშ-ში დაუბრკოლებლად შესვლას შეძლებენ მხოლოდ შეძლებული საქმიანი მგზავრები.

ყვითელ კატეგორიაში მოხვდა 22 ქვეყანა, რომელთა შორისაა ანგოლა, კამბოჯა, კამერუნი, ჩადი და ზიმბაბვე. ამ ქვეყნების ხელისუფლებებს 60 დღე მიეცემათ „გამოვლენილი ხარვეზების გასასწორებლად“. 

სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, მათ შორის საქართველო ცხრილში არ არის.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,949,554 ნახვა