უცხოური მედია

ვლადიმერ პუტინი – ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში, უკრაინელ სამხედროებს გარანტირებული ექნებათ სიცოცხლის შენარჩუნება და ღირსეული მოპყრობა

უკრაინელ სამხედროებს სიცოცხლე შეუნარჩუნდებათ თუ იარაღს დაყრიან, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდების შემდეგ განაცხადა.

„ამასთან დაკავშირებით ხაზს გავუსვამ, რომ იარაღის დაყრისა და ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში მათ გარანტირებული ექნებათ სიცოცხლის შენარჩუნება და ღირსეული მოპყრობა საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და რუსეთის ფედერაციის კანონებთან შესაბამისობაში…

აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია პრეზიდენტი ტრამპის მეთაურობით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა თუნდაც რამე აღდგეს იქიდან, რაც ნულამდე იყო დაყვანილი, განადგურებული იყო წინა ადმინისტრაციის მიერ“, – განაცხადა პუტინმა.

ცნობისთვის, აქამდე ტრამპმა განცხადება გაავრცელა, რომ „ათასობით უკრაინელი სამხედრო სრულიად ალყაშემორტყმულია რუსეთის სამხედროების მიერ“ და პუტინს სთხოვა ისინი დაინდოს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,949,213 ნახვა