პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – რაც უფრო მალე დამყარდება მშვიდობა, მით უფრო მალე გაჯანსაღდება ვითარება ჩვენ გარშემო და ეს აისახება ჩვენს ქვეყანაზე

„დიფ სთეითზე“ როცაა საუბარი, იგივე გლობალურ ომის პარტიაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ძალიან ძლიერი ძალა და, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ სიფრთხილე უნდა შევინარჩუნოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

პრემიერის თქმით, ცალსახა არ არის ის, რომ მაინცდამაინც დასუსტდება, მით უმეტეს დამარცხდება გლობალური ომის პარტია, ვინაიდან მათ აქვთ ძალიან სერიოზული რესურსი, მათ შორის, ფინანსური.

„უკრაინის ომის შემდეგ ეს ძალა კიდევ უფრო მეტად გამდიდრდა და გამდიდრდა ათეულობით მილიარდი დოლარით, თუ მეტად არა. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში ბრძოლა იქნება საკმაოდ რთული „დიფ სთეითთან“, გლობალურ ომის პარტიასთან. რაც შეეხება ჩვენს პერსპექტივას, თუ დამყარდება მშვიდობა, და რაც უფრო მალე დამყარდება მშვიდობა, მით უფრო მალე გაჯანსაღდება ვითარება ჩვენ გარშემო და ეს აისახება ჩვენს ქვეყანაზე. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, წინააღმდეგობა არის სერიოზული, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი მოახერხებს მშვიდობის დამყარებას რეგიონში, შესაბამისად, ასევე მოახერხებს „დიფ სთეითის“ დასუსტებას. ეს ძალიან წაადგება ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,948,656 ნახვა