პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: Deep State-ის ინტერესია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ჰყავდეს მარიონეტული მთავრობა, რომელიც მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რაც მის ეკონომიკური ინტერესშია

მსოფლიოში ორი სხვადასხვა ეკონომიკური ინტერესის კონფლიქტში Deep State-ის როლზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა ეკა სეფაშვილმა.

როგორც მან განაცხადა, ან ეტაპზე იკვეთება Deep State-ის მარცხი, რომელსაც აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით ჯაბნის.

ეკა სეფაშვილის თქმით, Deep State-ის წარმომადგენლები გარკვეულ დადებით გავლენას ახდენდნენ ამა თუ იმ ქვეყნის განვითარებაზე და გარკვეულ შირმას ამოფარებული ცდილობდნენ განეხორციელებინათ მათი რეალური მიზნები.

„ეს არის ორი სხვადასხვა ეკონომიკური ინტერესების ჯგუფი, რომელიც ერთმანეთს ებრძვის. ამ ეტაპზე, ჩვენ ვხედავთ, რომ გაიმარჯვა ტრამპის ადმინისტრაციამ და, რა თქმა უნდა, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში Deep State-ის წარმომადგენლების სამსახურებიდან გათავისუფლების პროცესი მიმდინარეობს. ამ მიზნით შეიქმნა ე.წ. ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელსაც ილონ მასკი ხელმძღვანელობს. მათ დაიწყეს არა მხოლოდ USAID-ის და NED -ის ფონდების გამოკვლევა, არამედ თავად ამერიკაში სხვადასხვა დეპარტამენტის საქმიანობის გამოკვლევა.

აღმოჩნდა, რომ ხდებოდა გაურკვეველი საკითხების დაფინანსება, პარალელურად ხორციელდებოდა ერთი და იგივე შესყიდვები, ფიქსირდებოდა სოციალური გადახდები ადამიანებზე, რომლებიც არ არსებობდნენ, ფინანსდებოდა გაურკვეველი მეცნიერული ექსპერიმენტები, რომლებიც არავის არაფერში ჭირდებოდა და რომლებიც თავიდანვე განწირული იყო მარცხისათვის. USAID და NED ეს არის ყველაზე ხმამაღალი და ხელშესახები იმიტომ, რომ ისინი ფუნქციონირებდნენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ზუსტად ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათი პროექტების 83 % იხურება. Deep State-ის წარმომადგენლების ხელწერა USAID-ის და NED -ის დახმარებით გამოიყურებოდა შემდეგნაირად – ისინი გარკვეულ დადებით გავლენას ახდენდნენ ამა თუ იმ ქვეყნის განვითარებაზე და ეს იყო ის შირმა, რომლის უკანაც ცდილობდნენ დაუსჯელად ემოქმედათ და განეხორციელებინათ მათი რეალური მიზნები. დემოკრატიული განვითარება, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება და ის ლოზუნგები, რომლითაც მოქმედებდა USAID, მათ შორის არჩევნებზე დაკვირვება, სამართლიანობის დაცვა, კანონის უზენაესობა და სხვადასხვა პროექტი, რომელსაც ეს ორგანიზაციები ახორციელებდნენ, ერთგვარი ფასადი იყო. ეს იყო ჩვეულებრივი შირმა – ჩვენ კარგები ვართ, ვეხმარებით მოსახლეობას, სახელმწიფოს დემოკრატიის მშენებლობაში. რეალურად კი, ამის უკან, 80 %-ზე მეტ შემთხვევაში ხორციელდებოდა Deep State-ის ინტერესი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ მსოფლიოს მასშტაბით ყველა ქვეყანაში ჰყავდეს ისეთი წარმომადგენელი, მარიონეტული მთავრობა, რომელიც ყველა შემთხვევაში მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რაც Deep State-ის ეკონომიკური ინტერესების სასარგებლო იქნება. სწორედ ამ პროცესებს ვადევნებთ ჩვენ დღეს თვალს მსოფლიოში,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,948,484 ნახვა