დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის სოროსის თოჯინა უწოდა.
სოციალურ ქსელ X-ის ერთ-ერთმა პოლონელმა მომხმარებელმა პოსტი გამოაქვეყნა იმის შესახებ, რომ სიკორსკი მილიარდერისა და ფილანთროპის, ჯორჯ სოროსის შვილის, ალექს სოროსის ახლო მეგობარია. მასკმა პოსტს კომენტარი დაურთო და დაწერა, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოროსის თოჯინაა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მასკმა სიკორსკის „პატარა კაცი“ უწოდა.
Facebook Comments Box