პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე: ძალიან დიდი საქმის კეთება დაიწყო ხელისუფლებამ. აუცილებელია უმკაცრესი სასჯელი დაწესდეს, თუნდაც მინიმალური ოდენობის ნარკოტიკების რეალიზატორებზე

ძალიან დიდი საქმის კეთება დაიწყო ხელისუფლებამ. აუცილებელია უმკაცრესი სასჯელი დაწესდეს, თუნდაც მინიმალური ოდენობის ნარკოტიკების რეალიზატორებზე,- ასე ეხმიანება ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დაანონსებულ ანტინარკოტიკულ რეფორმას, რომლის თანახმადაც, ნარკორეალიზატორებისთვის, არა თუ, განსაკუთრებით ან დიდი ოდენობის ნარკოტიკის, არამედ, მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება.

გვენეტაძის განცხადებით, ნარკორეალიზატორები არანაკლები და ხშირად მეტად არიან ქვეყნის მტრები და გამანადგურებლები, ვიდრე “დიფ სთეითის” მიერ მართული მეხუთე კოლონა, ანუ იგივე კოლექტიური ნაცმოძრაობა.

„ ძალიან დიდი საქმის კეთება დაიწყო ხელისუფლებამ. აუცილებელია უმკაცრესი სასჯელი დაწესდეს, თუნდაც მინიმალური ოდენობის ნარკოტიკების რეალიზატორებზე. ეს ადამიანები უფრო სწორად არაადამიანები, საკუთარი კეთილდღეობის და გამდიდრების სანაცვლოდ სპობენ ერის მომავალს. ეს სუბიექტები არანაკლები და ხშირად მეტად არიან ქვეყნის მტრები და გამანადგურებლები, ვიდრე “დიფ სთეითის” მიერ მართული აქაური მეხუთე კოლონა ანუ იგივე კოლექტიური ნაცმოძრაობა,“- წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,948,175 ნახვა