Uncategorized

CBS News: აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა თეთრ სახლთან მამაკაცს ესროლეს, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციას იარაღით ხელში მიუახლოვდა

ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა, თეთრ სახლთან მამაკაცს ესროლეს, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციას იარაღით ხელში მიუახლოვდა. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.

დაჭრილი მამაკაცი კლინიკაშია. საიდუმლო სამსახურების ცნობით, 8 მარტს შეტყობინება მიიღეს, რომ ინდიანას შტატიდან ვაშინგტონში მამაკაცი ჩავიდა, რომელიც თეთრი სახლის წინ თვითმკვლელობას გეგმავდა.

ტელეარხის ცნობით, ინციდენტის დროს საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები არ დაშავებულან.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,948,020 ნახვა