Uncategorized

შალვა პაპუაშვილი: გონჩარენკო არის ჩვეულებრივი მედროვე, რომელიც ცდილობს, რომ გამარჯვებულის მახრეს დადგეს ხოლმე. ცდილობს, რომ თავისი ჭკუით გამოიცნოს საით არის გამარჯვებული მხარე, რომ იქით დადგეს

გონჩარენკო არის ჩვეულებრივი მედროვე, რომელიც ცდილობს, რომ გამარჯვებულის მახრეს დადგეს ხოლმე და ამ ადამიანის ცხოვრება მგონი უკვე ყველამ შეისწავლა. ხან ვისთან იყო პოლიტიკურად, ხან ვისთან. ყოველთვის ცდილობს, რომ თავისი ჭკუით გამოიცნოს საით არის გამარჯვებული მხარე, რომ იქით დადგეს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„კიდევ ერთხელ დადასტურდა როგორ მედროვესთან გვაქვს საქმე, რომელსაც საქართველოში ტაშს უკრავდნენ. ის ხალხი, რომელიც ღირებულებებზე ლაპარაკობს და რაღაც ფრაზებს ისვრის ხოლმე, ტაშს უკრავდნენ და გმირად გაიხადეს გონჩარენკოები და მსგავსები. თუმცა საგულისხმო სხვა მხრივ არის მისი განცხადება 2022 წლის 26 თებერვალს, ომი ორი დღის დაწყებული იყო, კიევს იყო მიმდგარი რუსული არმია და ბომბავდა და ამ მედროვეს იმისთვის ეცალა, რომ გამართული ქართული ტექსტით დაეწერა პოსტი. გასაგებია, რომ შეკვეთით იყო დადებული. დაწერა, რომ ქართველებო გარეთ კარგი ამინდია და იქნებ გეფიქრათ, რომ გაისეირნოთ ცხინვალში და სოხუმშიო.

პარალელურად აქ იმართებოდა ოპოზიციის და ენჯეოების აქციები. იგივე სახეები, ვინც დღეს აქციაზე არიან, იდგნენ აქ და ითხოვდნენ ომში ჩართვას. გახსოვთ თქვენ ესტონური ენჯეოს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ლიდერი ეკა გიგაური მაშინ ამბობდა, რომ შესაძლებლობის ფანჯარა უნდა გამოგვეყენებინა. ეს მოხდა იმავე დღეს, როცა გონჩარენკომ პოსტი დაწერა. ნინო ლომჯარია ამბობდა, რომ მირჩევნია ბომბები და ცეცხლი იყოს და აქ ქართველი ხალხი იხოცებოდეს, ვიდრე ეს სირცხვილი მწვავდესო. ქალბატონი ლომჯარია მდენად შეწუხებული იყო, რომ სანქციებს არ ვუერთდებოდით, მას ერჩივნა ქართველები დახოცილიყვნენ.

სამი წლის წინ იგივე ადამიანი ამბობდა, რომ ეს პატარა კბენები არის რუსეთის მხრიდან, გაისეირნეთ ცხინვალსა და სოხუმში და სამი წლის თავზე კუდამოძუებული წკმუტუნებს ფეისბუქზე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

-0:07

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,948,051 ნახვა