Deep State-ის მხრიდან საქართველოს ომში ჩართვის მცდელობის აღკვეთაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.
როგორც მან აღნიშნა, იმ პოლიტიკამ, რაც ამ წლების განმავლობაში Deep State-ის მხრიდან შეერთებულ შტატებში ხორციელდებოდა, ბევრ ქვეყანას ავნო და არც ამერიკის შეერთებული შტატები აღმოჩნდა გამონაკლისი.
„დღეს, როდესაც ტრამპმა დაიწყო Deep State-ის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს ნიშნავს იმას, რომ მას გარკვეულწილად სურს ამ გავლენების შემცირება. თუმცა, რამდენად შეძლებს და რამდენადაა ბოლომდე მონდომებული, ამაზე ამ წუთში ცოტა ძნელია საუბარი. ფაქტი ერთია – თვითონ იმ პოლიტიკამ, რაც ამ წლების განმავლობაში შეერთებულ შტატებში ხორციელდებოდა, თავად შტატებსაც შეუქმნა პრობლემები. ბალტიისპირეთის ყოფილი სამი რესპუბლიკა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთის ინტერესები გადავიდეს სხვა მხარეს, თვითონ იყვნენ მშვიდად და გააგრძელონ ვაჭრობა რუსეთთან და მეორე, რაღაცნაირად თავს იჩენს პატარა კაცის სინდრომი, იმიტომ, რომ ბალტიისპირელებს ევროკავშირში სერიოზულად არავინ იღებს,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.