Uncategorized

დიზაინერი ბუგა ოსიძე – ვცდილობ, ქართული კულტურა, სამოსი და ტრადიციები გავაცნო მთელს მსოფლიოს

ამბობენ, ამერიკა ოცნებების ახდენაში გეხმარებაო. მართლაც, ეს ქვეყანა დიდ შესაძლებლობებს გაძლევს და მეც მინდა, ჩემი ნამუშევრები აღიარებით და სიყვარულით მიიღონ აშშ-ში,- ამის შესახებ დიზაინერმა ბუგა ოსიძემ „ინფო ფოსტალიონთან“ საუბრისას განაცხადა.

ბუგა ოსიძის თქმით, 2022 წელს აშშ-ში ჩავიდა, რაც მისთვის ახალი გამოწვევა იყო.

-ბუგა მოგვიყევი როგორ დაიწყო შენი კარიერა.

⁃ ბავშვობიდან ვცდილობდი, სამოსში სიახლეები შემეტანა და უფრო საინტერესო და მომხიბლავი გამეხადა ესა თუ ის უბრალო ტანსაცმელი. წლების შემდეგ კი, ეს ჰობი უკვე პროფესიად ვაქციე.

⁃ ალბათ განსაკუთრებით საინტერესო გამოწვევა იყო შენი ქვეყნის ეროვნულ სამოსზე მუშაობა.

– რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და საკმაოდ საპასუხისმგებლოა ქართულ სამოსზე მუშაობა, და კიდე უფრო საპასუხისმგებლოა, როცა სამოსს ქმნი შენი თანამემამულეებისთვის. ხშირად ქართველ ბავშვებს უწევთ თავიანთ სკოლებში წარმოადგინონ სამშობლო და ყოველთვის ვცდილობ მათი სამოსი იყოს განსაკუთრებულად გამორჩეული, რაც დიდ მოწონებას იმსახურებს. წარმოუდგენლად მიმაჩნდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა ჩემი ნამუშევრების ჩვენება აშში მოწყობილიყო, თუმცა ეს ოცნება ამიხდა და პირველი ჩვენება 2023 წლის 26 მაისს საქართველოს დამოკიდებლობის დღეს, თეატრ მილენიუმში ჩატარდა. ასევე სამოსის წარდგენა მოეწყო ფილადელფიაში და ატლანტაში. თაიმსქვერზე, ბილბორდზე გადიოდა ჩემი ნამუშევრების ჩვენება, რაც ძალიან მემამაყება და მაძლევს საბაბს, რომ არ გავჩერდე. კიდევ უამრავი გეგმა მაქვს.

⁃ სწორედ, სამომავლო გეგმებზე მინდოდა კითხვა, თუ გაქვს რამე ახლო მამავალში დაგეგმილი, რომ გაგვიზიარო?

⁃ დიახ, მაქვს უახლოესი გეგმა, რაზეც უკვე ვმუშაობ. სულ მალე ვაპირებ სახელოსნოს გახსნას ვილიამსბურგში, სადაც მე და ჩემი პარტნიორი ნინო ექსეულიძე ვიმუშავებთ ახალ კოლექციებზე. ნინო კომპანია „მარიგოლდში“ გავიცანი, სადაც ერთად ვმუშაობდით წლების მანძილზე, ხოლო ამ ეტპზე მას თავისი ბრენდი აქვს “Mint atelier” და საკმაოდ დახვეწილ და ლამაზ სამოსს ქმნის მანდილოსნებისთვის.

⁃ ბუგა, საკმაოდ საინტერესო გეგმები გაქვს, ამ ეტაპზე რას საქმიანობ?

⁃ ამ ეტაპზე სპორტულ სამოსსზე ვარ გადართული. ვქმნი განსხვავებულ ესკიზებს ქალისა და მამაკაცის სპორტულ ხაზში.

⁃ რატომ გადაწყვიტე ამერიკაში ჩასვლა და როდის მოხდა ეს?

⁃ როგორც გითხარით, ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და ყოველთვის ვცდილობ ქართული კულტურა, სამოსი და ტრადიციები გავაცნო მთელს მსოფლიოს. ამერიკაში 2022 წელს ჩამოვედი. ეს ახალი გამოწვევა იყო ჩემთვის, ეს ქვეყანა დიდ შესაძლებლობებს გაძლევს აქ თავს თავისუფლად და დამუკიდებლად ვრძობ. როგორც ამბობენ, ეს ქვეყანა ოცნებების ახდენაში გეხმარებაო და მეც მინდა, ჩემი საქმე ვაკეთო და ჩემი ნამუშევრები აღიარებით და სიყვარულით მიიღონ აშშ-ში.

⁃ როგორც ჩანს, სტუდენტობის შემდეგ საკმაოდ ბევრს შრომობ. თუ გრჩება თავისუფალი დრო და როგორ ატარებ?

⁃ ძალიან მიყვარს სპორტი, თავისუფალ დროს NBA ს და ჩოგბურთის სხვადასხვა ჩემპიონატებს ვესწრები. ასევე მიყვარს მუსიკა და სიამოვნებით ვუსმენ ჯაზს. რა თქმა უნდა. მეგობრების გარემოცვაში.

-წარმატებებს გისურვებთ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,947,947 ნახვა