პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას ვერ გაბედავს, ეს არ სურს უცხოელ პატრონებს, რადგან ეშინიათ არ გამჟღავნდეს მათი პოლიტიკის კრახი საქართველოში

„დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მთელი ოპოზიციის საერთო ხმები მინიმუმ განახევრებული იქნება“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

ექსპერტის თქმითვე, რადიკალური ოპოზიცია პოლიტიკური კრახის შიშით თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

„ქართული ოპოზიცია უცხოელი პატრონების ტყვეობაშია, ამას მათ სახეებზეც ვკითხულობთ, სიტყვით ერთს ამბობენ და გამომეტყველებით სხვას. ასე იცის სხვაზე მიყიდულმა უფლებებმა და დეზინფორმაციით აგორებულმა საპროტესტო ტალღამ. მათი ტყუილები ბუმერანგივით დაუბრუნდათ ოკეანის გაღმიდან და მალე დაუბრუნდებათ ევროპიდანაც. წარმოიდგინეთ, როგორი დეზინფორმაციული პროპაგანდის პირობებში ჩაატარეს საპარლამენტო არჩევნები, მთელი მსოფლიო საქართველოს ხელისუფლებას უტევდა და ქართველი ხალხი მაინც არ მოტყუვდა, თუმცა, ბევრის ტვინის შეტრიალება მაინც შეძლეს. დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მთელი ოპოზიციის საერთო ხმები მინიმუმ განახევრებული იქნება. თვითმმართველობის არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და თუკი პოლიტიკური პროცესების დინამიკას მივყვებით, მათთვის სასარგებლო არაფერი მოხდება, პირიქით, კიდევ უფრო დიდ იზოლაციაში აღმოჩნდებიან. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ვინ იცის, როგორ სურთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, იქნებ ეს წარუმატებელი აქციები დაამთავრონ, მაგრამ ვინ აძლევს ამის უფლებას? ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას ვერ გაბედავს, ეს არ სურს უცხოელ პატრონებს, რომელთაც ეშინიათ არ გამჟღავნდეს მათი პოლიტიკის კრახი საქართველოში. საქართველო ხომ მათი პოლიტიკური თამაშების ერთადერთი ადგილი დარჩა ჩვენი ოპოზიციის ხელშეწყობით. ახლა ევროპელი ლიდერები მხოლოდ გაზაფხულის იმედად არიან, იქნებ როგორმე გაიღვიძოს ქართველ ხალხში ქუჩის ხალისი და ააგორონ ნანატრი რევოლუცია, მაგრამ ეს იმ ოცნებას ჰგავს, გაზაფხულის მოყვანა მარტო მერცხლების ჭიკჭიკით, რომ სურთ და არ ითვალისწინებენ ბუნების ცვალებადობას,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.


Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,947,842 ნახვა