Uncategorized

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ჩემი 3 წლის ქალიშვილთან ერთად სეირნობისას, „სლავა უკრაინის“ მომიტინგეების ჯგუფი აგვედევნა ყვირილით

J

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ მცირეწლოვან შვილთან ერთად სეირნობისას, უკრაინის მხარდამჭერები შეძახილებით აედევნენ.

„დღეს, ჩემი 3 წლის ქალიშვილთან ერთად სეირნობისას, „სლავა უკრაინის” მომიტინგეების ჯგუფი აგვედევნა ყვირილით. ჩემი ქალიშვილი სულ უფრო ღელავდა და ეშინოდა.

მე გადავწყვიტე მომიტინგეებთან დალაპარაკება იმ იმედით, რომ ჩემს პატარა ბავშვს თავს დაანებებდნენ (თითქმის ყველა მათგანი დათანხმდა).

ეს იყო, ძირითადად, თავაზიანი საუბარი, მაგრამ თუ თქვენ 3 წლის ბავშვს აედევნებით პოლიტიკური პროტესტის ფარგლებში, იცოდეთ, რომ ნაგავი ხართ”, – წერს ჯეი დი ვენსი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,947,828 ნახვა