პოლიტიკა

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის გამო აკრიტიკებს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ დროებითი რეზოლუცია მიიღო, სადაც დაგმობილია პარლამენტის მიერ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი.

რეზოლუცია მინისტრთა კომიტეტის ყოველკვარტალურ სხდომაზე საქმეზე „იდენტობა“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ იყო მიღებული. ის საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას ეხებოდა.

„კომიტეტმა მკვეთრად დაგმო საქართველოს მიერ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ მიღებული კანონი და მისი გაუქმებისკენ მოუწოდა. კომიტეტის აზრით, ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი გადაწყვეტილებების აღსრულების საქმეში და სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს საქართველოს მიერ ევროპული სასამართლოს დადგენილებების აღსრულების ვალდებულების შესრულების კუთხით“, – ნათქვამია განცხადებაში.

მინისტრთა კომიტეტი აგრეთვე მოუწოდებს საქართველოს, გარანტირებულად უზრუნველყოს შეკრებისა და აღმსარებლობის თავისუფლება ყველა ადამიანისთვის. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს აკრიტიკებს იმ მოტივით, რომ თითქოს ლგბტქ თემის წარმომადგენლებისთვის შეკრების თავისუფლება არ არის დაცული.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,947,842 ნახვა