პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოდან ამერიკის შემხედველნი, ზედმეტად არ უნდა გავერთოთ „სანახაობით” და ჭარბად არ უნდა „გავხალისდეთ” საკუთარი წინდახედულობით

„გლობალური ომის პარტიის” სათავო ოფისი ევროპაში განთავსდა. თუ აქამდე მათი ქმედება შეფარული იყო, დღეს ისინი ღიად ეწინააღმდეგებიან მშვიდობას და თანაც ძალის დემონსტრირებას საქართველოში ცდილობენ, რადგან სხვაგან ის აღარ გამოსდით,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე და ქვეყანას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, თუ საქართველო ამ დრომდე „მეორე ფრონტად” განიხილებოდა, არ არის გამორიცხული კონფლიქტის ადგილმონაცვლე აღმოჩნდეს და ამის თავიდან ასაცილებლად გონივრული სიფრთხილით ხიფათისთვის თავის დაღწევაა საჭირო.

„დასავლეთის საერთო საპატრონო უკრაინა ევროპის თავისტკივილად იქცა. ამ კონფლიქტის გადამისამართებას თავად ევროკავშირი შეეცდება, მათთვის სასურველი მისამართი კი კავკასიაა. საქართველო „სცენარის” პირველ ნაწილში „მეორე ფრონტად” განიხილებოდა, მეორე ნაწილში კი, შესაძლოა კონფლიქტის პირველი ადგილმონაცვლე აღმოჩნდეს. ვფიქრობ საქართველოდან ამერიკის შემხედველნი, ზედმეტად არ უნდა გავერთოთ „სანახაობით” და ჭარბად არ უნდა „გავხალისდეთ” საკუთარი წინდახედულობით, რაც რეალურად მმართველი გუნდის წარმატებული პოლიტიკის ნაწილია. „გლობალური ომის პარტიის” სათავო ოფისი ევროპაში განთავსდა. თუ აქამდე მათი ქმედება შეფარული იყო, დღეს ისინი ღიად ეწინააღმდეგებიან მშვიდობას და თანაც ძალის დემონსტრირებას საქართველოში ცდილობენ, რადგან სხვაგან ის აღარ გამოსდით. როგორც აქამდე, მეტი სიმართლით და გონივრული სიფრთხილით თავი დავაღწიეთ ხიფათს, ახლაც გვმართებს სიფხიზლე. მტერს, არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ, არ სძინავს. საქმე ბოლომდეა მისაყვანი!” – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,947,854 ნახვა