პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ლაშა ტალახაძის მიმართ რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს ეხმიანება. „ამით განვსხვავდებით ჩვენ ოპოზიციისგან, რომ როდესაც ადამიანი დიდი ქართველია, მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არა მის პოლიტიკურ შეხედულებებს, ჩვენ მას პატივს ვცემთ“- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ლაშა ტალახაძის მიმართ რადიკალების მიერ გაჟღერებული განცხადებები სამარცხვინოა.
„სამარცხვინოა ესტონეთის ხელისუფლების საქციელი, ვინც ეს სანქციები დააწესა, მაგრამ განსაკუთრებით სირცხვილი იმ ქართველ აგენტებს, რომლებიც ლაშა ტალახაძის დასანქცირებას ითხოვდნენ. ლაშა ტალახაძე არის ეროვნული გმირი, ხელისგულზე სატარებელი თითოეული ქართველისთვის. მე პირადად მეამაყება, რომ დიდი ხანია ვიცნობ ამ ადამიანს და ჩემს მეგობრად მივიჩნევ. ლაშაზე რა განცხადებებიც მოვისმინეთ ოპოზიციისგან, არის სამარცხვინო. ამით განვსხვავდებით ჩვენ აგენტურული ოპოზიციისგან, რომ როდესაც ადამიანი დიდი ქართველია, მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არა მის პოლიტიკურ შეხედულებებს, ჩვენ მას პატივს ვცემთ. მაგალითად, ძალიან მიყვარდა ბუბა კიკაბიძე, ვმეგობრობდი მასთან, ძალიან მიყვარს სიმღერები და მის მიერ შესრულებული როლები, მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო მისი პოლიტიკური შეხედულებები.ამის მიუხედავად, უბრალოდ წარმოუდგენელია, მე ბუბა კიკაბიძის მიმართ იგივე სიტყვები გავიმეორო, რასაც რადიკალები ლაშა ტალახაძის მიმართ კადრულობენ,“- განაცხადა სოზარ სუბარმა მედიასთან.