“ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრის, მზია ამაღლობელის სასამართლოზე დასწრებას და ამ ფაქტზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის კომენტარს ეხმიანება, რომელმაც ელჩის სხდომაზე დასწრება ქართულ მართლმსაჯულებაზე ზეწოლად და მოსამართლეების დაშინების მცდელობად შეაფასა.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, უცხო ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელს სასამართლოში ოთახი ჰქონდა გამოყოფილი და კონკრეტულ საქმეებზე შეხვედრები იქ მიმდინარეობდა, ამ ოთახის დაკეტვის შემდეგ კი მოსამართლეების “ხელების გადაგრეხისთვის” მარტივი გზა აირჩიეს და ელჩები პირდაპირ სასამართლო სხდომებს ესწრებიან.
“გახსოვთ, უცხო ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელს ოთახი ჰქონდა სასამართლოში გამოყოფილი და იქ მიმდინარეობდა კონკრეტულ საქმეებზე შეხვედრები და შესაბამისად ზეწოლა მოსამართლეებზეო? ჰო და – საფრანგეთი ელჩზე გამახსენდა, რატომ ესწრება სასამართლო პროცესებს უცხო ქვეყნის ელჩიო… აბა, დაუკეტეთ ის ოთახი, სადაც დაიბარებდნენ მოსამართლეებს და ხელებს გადაუგრეხდნენ, ამიტომაც უფრო მარტივი გზა აირჩიეს – პირდაპირ სასამართლო სხდომებს ესწრებიან, მართლმსაჯულებაზე ზეწოლის განსახორციელებლად. უკაცრავად და – დრო ხომ არ მოვიდა, ყველა ასეთი თავხედი ელჩი, საგარეოში დაიბაროთ და რწმუნებათა სიგელები გავაზე ააწებოთ? ჯერ ადრეა?!” – წერს ზურაბ ქადაგიძე.