პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ევროსაბჭოთა კავშირი აშკარად დაადგა საბჭოთა კავშირის გზას, სადაც სწორედ შეიარაღების რბოლამ საბოლოოდ დააქცია და დაშალა იგი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი დონალდ ტუსკის განცხადებას „ევროპა მზად არის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა აიღოს და შეიარაღების რბოლაში რუსეთი დაამარცხოს“ სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ევროპის მიერ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა ანუ მათი აზრით ეკონომიკურმა ბრძოლამ რუსეთი გაამდიდრა.

“როგორც კი გორში სტალინის მუზეუმს დახურავენ, ეგრევე” – აშკარად აკლია ტუსკის ამ განცხადებას. აქამდე ეკონომიკური “რბოლა” და მისი შედეგი – უკვე დავინახეთ: რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული 14 ათასი სანქცია, რამაც ცალკე რუსეთი გაამდიდრა უზომოდ, ცალკე მისი მოსაზღვრე ევროკავშირის სახელმწიფოები. ნუ, გერმანია დააქცია, ხდება ხოლმე – “ტყეს ჭრიან, ნაფოტები სცვივაო”… ან კიდევ ეს: 2024 წელს რუსეთის მოქალაქეებზე გაიცა 565 ათასი შენგენის ვიზა, რაც 25%-ით აღემატება 2023 წლის მონაცემებს. ეს ალბათ იმისთვის გაკეთდა, რომ ომის პერიოდში “აყვავებული” ევროპის შემხედველი, ომით “დაქცეულ” რუსებს, სახლში დაბრუნებისთანავე ახალი რევოლუცია მოეწყოთ პროტესტის ნიშნად და პუტინის ჩამოგდების მიზნით. ახლა კი რუსეთთან შეიარაღების რბოლაში ესტონეთი დამანახა ან იგივე პოლონეთი, რომელსაც საკუთარ სახლში ამ რბოლასთან დაკავშირებით აშკარად აზრთა სხვადასხვაობა აქვს: ქვეყნის პრეზიდენტი თვლის, რომ ევროპა არაა მზად სამხედრო გამოწვევებისთვის, პრემიერი კი მოუწოდებს ევროპას, კი არ დაეწიოს რუსეთს – არამედ გაასწროს მას შეიარაღების ამ ახალ რბოლაში. ერთადერთი, რაც გვახარებს – ევროსაბჭოთა კავშირი აშკარად დაადგა საბჭოთა კავშირის გზას, სადაც სწორედ შეიარაღების რბოლამ საბოლოოდ დააქცია და დაშალა იგი. თანაც, ეს გადაწყვეტილება სსრკ-მ თავად მიიღო, ისევე, როგორც ამას ბრიუსელს ტუსკი მოუწოდებს. როგორც ჩანს, ევროფატალური მოვლენები იმაზე ადრე განვითარდება, ვიდრე ეს “პროზექტურის სანიტრებს” წარმოუდგენია…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,947,737 ნახვა