პოლიტიკა

გია აბაშიძე: “სამართლიანი არჩევნები” (ISFED) არის თაღლითების კანტორა, რადგან 2020-ში გააყალბა ხმების პარალელური დათვლა, ხოლო 2024 წლისას დღემდე მალავს

x

ყველას და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას – ე.წ. NGO “სამართლიანი არჩევნები” (ISFED) არის თაღლითების კანტორა, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, ISFED-მა 2020 წელს ხმების პარალელური დათვლის შედეგი გააყალბა, ხოლო, 2024 წლისას დღემდე უმალავს საზოგადოებას.

აბაშიძე აცხადებს, რომ ამ ორგანიზაციის დონორები – USAID, NED, ევროკავშირი, ნიდერლანდების საელჩო და გერმანიის საგარეო საქმეთა ურთიერთობების ინსტიტუტი, დესტრუქციის თანამონაწილეები არიან.

“ყველას და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას – ე.წ. NGO “სამართლიანი არჩევნები” (ISFED) არის თაღლითების კანტორა, რადგან 2020-ში გააყალბა ხმების პარალელური დათვლა, ხოლო 2024-ისას დღემდე მალავს. ამ პარაზიტი ნაცპარტიული სტრუქტურის მოქმედი დონორები არიან: აწ უკვე გაუქმებული USAID, მისი პარტნიორი NED, ევროკავშირი, ნიდერლანდების საელჩო, გერმანიის საგარეო საქმეთა ურთიერთობების ინსტიტუტი. რევანშისტული ISFED-ის უსინდისო დაფინანსებით, სპონსორები ნაცდესტრუქციის თანამონაწილენი არიან.” – წერს გია აბაშიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,947,850 ნახვა