პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ISFED – ის მიერ პივიტის დამალვაზე: ჩნდება ძალიან გონივრული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება კვლავ ცდილობენ გარკვეული ფალსიფიკაცია მოახდინონ არსებულ მონაცემებში

ჩნდება ძალიან გონივრული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება კვლავ ცდილობენ გარკვეული ფალსიფიკაცია მოახდინონ არსებულ მონაცემებში, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგების დამალვაზე საუბრისას.

„ეს მონაცემები ბაზაში ხომ არის ჩატვირთული, ეს ხომ არ არის ახლა დასაწერი და ახალა დასამუშავებელი. მის გადაცემას პროკურატურისთვის სჭირდება ძალიან მოკლე დრო, მაგრამ არ გადასცემენ ამას ობიექტური სახით იმიტომ, რომ ეს სიყალბე, რომელიც ქართული არჩევნების გარშემო მუდმივად იკერება ხოლმე, მათი ხელით არ გამოაშკარავდეს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგებს ისევ მალავს. არასამთავრობო ორგანიზაციას პროკურატურისთვის პივიტის შედეგები ამ დრომდე არ გადაუცია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,947,961 ნახვა