Uncategorized

შალვა პაპუაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ოპოზიციის უართან დაკავშირებით: დადგება ოქტომბერი, ისე მიიღებენ მონაწილეობას მზე მაღლა იქნება

დადგება ოქტომბერი, ისე მიიღებენ მონაწილეობას, მზე მაღლა იქნება, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადებას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

მისი თქმით, რადიკალები ელოდებიან გარედან მითითებებს, ამიტომაც „დარბიან“ ტალინში, ვილნიუსსა და ლონდონში.

„ოპოზიცია არ არსებობს. სადმე ხედავთ ოპოზიციას საზღვარგარეთის გარდა?! ერთი ლონდონიდან გველაპარაკება, მეორე ტალინიდან, მესამე ვილნიუსიდან. დადიან. სხვებთან არიან ანგარიშვალდებულებიც და სხვებისგან იღებენ დავალებას. ისინი არ იღებენ დავალებებს ქართველი ხალხისგან. თითქმის 800 ათასმა მოქალაქემ, რაც არ იყო ცუდი შედეგი ოპოზიციისთვის, მისცა მათ მანდატი და დავალება, რომ ყოფილიყვნენ ამ პარლამენტში და მათ დავალება არ შეასრულეს და მანდატები დატოვეს. ანგარიშსაც ისინი არ აბარებენ ქართველ ხალხს, თორემ დაელაპარაკებოდნენ. სადმე ჩავიდოდნენ, რეგიონში ჩავიდოდნენ, ხალხს შეხვდებოდნენ.

რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, ელოდებიან, რაც ექნებათ დავალება ზუსტად ისე მოიქცევიან. თუმცა, ჩვენი არშემდგარი ოპოზიციის საქმე რომ ვიცით, კარგია, რომ დღეს ამას ამბობენ. ხომ გამორიცხა ყველამ კატეგორიულად, რომ არ მივიღებთ მონაწილეობასო. მამუკა ხაზარაძემ „მოღალატე იქნება ის, ვინც მონაწილეობას მიიღებსო“. დადგება ოქტომბერი, ისე მიიღებენ მონაწილეობას, მზე მაღლა იქნება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,948,152 ნახვა