Uncategorized

შალვა პაპუაშვილი: ესტონური NGO-ები ცდილობენ საქართველო შეიყვანონ დაპირისპირების ისეთ სპირალში, რომლის ბოლოსაც რუსეთი გადმოერთვება საქართველოზე და თვითონ ფეხი-ფეხზე გადაიდებენ და ღვინოსა და ვისკის გაყიდიან რუსეთში

ჩვენი მთავარი მიზანი საქართველოს გაერთიანება და ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდაა – ეს არის ის ორი მთავარი ამოცანა, რომლის წინააღმდეგაც იბრძოდნენ ჩვენი NGO-ები, ოპოზიცია და ბევრი უცხოელი, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ სამი წლის წინ იყო მცდელობების კასკადი, საქართველო ჩაეთრიათ რუსეთთან ღია დაპირისპირებაში და საქართველო გამხდარიყო იარაღი რუსეთთან ღია დაპირისპირებაში.

„რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ორი ტერიტორია და რომელზეც, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ძალისხმევის შედეგად, საერთაშორისო სამართლებრივად აღიარებულია, რომ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს, ანუ რაც სამართლებრივ ენაზე ნიშნავს ოკუპაციას. თავისთავად ამ პროცესის დასრულება არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ზუსტად ამას ვამბობთ ჩვენ, რომ ჩვენი ორი მთავარი ეროვნული მიზანი არის მთლიანობის აღდგენა, საქართველოს გაერთიანება და ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდა. ეს არის ის ორი მთავარი ამოცანა, რომლის წინააღმდეგაც იბრძოდნენ ჩვენი NGO-ები, ოპოზიცია და ბევრი უცხოელი. ამ დღეებში მე გავიხსენე სამი წლის წინ, მცდელობების მთელი კასკადი, რომ საქართველო ჩაეთრიათ რუსეთთან ღია დაპირისპირებაში, რომ საქართველო ყოფილიყო იარაღი რუსეთთან ღია დაპირისპირებისა. გუშინ მოვუსმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, როდესაც პირველად ოფიციალურ და თან ამ დონეზე, ამერიკის შეერთებულ შტატების სახელმწიფო მდივნის მხრიდან ითქვა, რომ ეს ომი სინამდვილეში არის „პროქსი ომი“, ანუ მარიონეტის ხელით წარმოებული ომი, ამერიკასა და რუსეთს შორის. ეს თქვა გუშინ სახელმწიფო მდივანმა რუბიომ.

ჩვენთანაც ვიღაცას უნდოდა, რომ პროქსები ვყოფილიყავით. ეს უნდოდათ მათ შორის, იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს ცდილობენ საქართველოს კანონიერი ხელისუფლება შეცვალონ, მოიყვანონ თავისი მარიონეტები, რომლებიც მათ ჭკუაზე დადიოდნენ სააკაშვილის დროს. ეტყოდნენ – გაამწვავე, გაამწვავებდნენ მდგომარეობას რუსეთთან და ხან რა, ხან რა რიტორიკით მიმართავდნენ. ამ დღეებში ვნახეთ ოვალურ კაბინეტში, თურმე რა მნიშვნელობა ჰქონია რიტორიკას საერთაშორისო პოლიტიკაში. ახლა მაინც ხომ მიხვდა ყველა და დაინახა პირდაპირ ეთერში, რა შეიძლება გამოიწვიოს არასწორად შერჩეულმა რიტორიკამ?! ზუსტად ამას ცდილობდნენ სამი წლის წინ, რომ ჩვენ ვყოფილიყავით ზუსტად ის „პროქსები“, რომელსაც ინსტრუმენტად გამოიყენებდნენ რუსეთის წინააღმდეგ. არავის ადარდებდა არც მაშინ, სამი წლის წინ, ქართველი ხალხის ბედი, არც ახლა, ვითომ საქართველოს დემოკრატიაზე რომ ზრუნავენ, ის პოლიტიკური ჯგუფები, რომელიც
კანონიერი ხელისუფლების შეცვლას ცდილობენ და ჩვენს მოღალატე პოლიტიკოსებს თავისი ფულით რომ დაატარებენ საკუთარ დედაქალაქებში“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა ასევე ისაუბრა ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს მთავარ მიზანზეც.

„ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად. მათ შორის, ჟენევის მოლაპარაკებს რაც შეეხება, აქ, რა თქმა უნდა, დახურულია ეს და ბევრი რამე არც გამოდის გარეთ, თუმცა ზუსტად ეს ჟენევის ფორმატი არის მცდელობა, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ამ შემთხვევაში ქვეყნის გამთლიანება, რაც მთავარი საკითხია იქ, წინ წაიწიოს. მაშინ, როდესაც ესტონური NGO-ები საქართველოში მოღვაწეობენ და ქართული გვარ-სახელები აქვთ მათ თანამშრომლებს, ესტონური NGO-ები და ესტონეთის ხელისუფლების მოკავშირე ოპოზიცია ცდილობს საქართველო კვლავ შეაჯანჯღაროს და კვლავ შეიყვანოს ესკალაციისა და დაპირისპირების ისეთ სპირალში, რომლის ბოლოსაც ვიღაცისთვის სარგებელი და ხეირი იქნება იმისთვის, რუსეთი გადმორთოს საქართველოზე და აქ დააკავოს და თვითონ, ფეხი-ფეხზე გადაიდოს და ღვინო და ვისკი გაყიდოს შემდეგ რუსეთში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,948,106 ნახვა