პოლიტიკა

სანქცირებისთვის ახსნა უნდა მოეძებნათ და ლაშა ტალახაძეს აგრესიულობა დააბრალეს – პროპაგანდისტების ჯგუფი ებრძვის ყველას, ვისაც საქართველოსთვის რამე სიკეთე მოუტანია – თენგიზ შარმანაშვილი

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ვებგვერდზე გავრცელებულ ესტონეთის მიერ სანქცირებული პირების აღწერას ეხმიანება, სადაც ორგანიზაცია განმარტავს, რომ ლაშა ტალახაძე აგრესიულობის გამო დასანქცირდა.

როგორც შარმანაშვილი აღნიშნავს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არის პროპაგანდისტების ჯგუფი, რომლებიც ფინანსდებიან ფონდებიდან, ასრულებენ მათ შეკვეთებს და ებრძვიან ყველა ადამიანს, ვისაც საქართველოსთვის რამე სიკეთე მოუტანია.

„არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა იყოს ნეიტრალური. ის ნეიტრალურად უნდა უყურებდეს მოვლენებს და თუ რამეს უარყოფითს დაინახავს ხელისუფლებასაც უნდა მიუთითოს და ოპოზიციასაც. მაგრამ როდესაც ერთი პატრონი ჰყავთ მათ და ამ პატრონებზე უკვე ლაპარაკიც აღარ მინდა, თვითონ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამხილა ისინი, ის ფონდები, რომლებიც მათ პატრონობდნენ, ამ არასწორი საქციელის ჩადენის გამო, ერთადერთი მიზნით, რომ საქართველოს თავისი სუვერენული სახე დაეკარგა. წარმოიდგინეთ, იმდენად უნდა მოეძებნათ რაღაცა ახსნა ამისათვის ლაშა ტალახაძეს დააბრალეს აგრესიულობა, თითქოს ლაშა ტალახაძე დასანქცირდა აგრესიულობისთვის. ეს არის პროპაგანდისტების ჯგუფი, რომლებიც ფინანსდებიან ფონდებიდან და რა თქმა უნდა ასრულებენ მათ შეკვეთებს და ებრძვიან ავტორიტეტებს, ებრძვიან ყველანაირ ადამიანს, ვისაც საქართველოსთვის რამე სიკეთე მოუტანია“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,946,984 ნახვა