უცხოური მედია

წაართმევენ თუ არა სამსახურს რობოტები ადამიანებს – მსოფლიოში ყველაზე განვითარებულმა ადამიანის მსგავსმა რობოტმა შოკისმომგვრელი პასუხი გასცა

მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესზე (MWC), რომელიც ბარსელონაში ჩატარდა მსოფლიოში ყველაზე განვითარებულ ადამიანის მსგავს რობოტს ამეკას ჰკითხეს წაართმევენ თუ არა სამსახურს რობოტები ადამიანებს, რაზეც მან უპასუხა, რომ არ იცის ადამიანები რამდენად კარგად ართმევენ თავს სამსახურს და ეს სწორედ ამაზეა დამოკიდებული, – წერს DailyMail-ი.

შემდეგ კითხვაზე შეძლებენ თუ არა რობოტები მსოფლიოს დაპყრობას, ამეკამ უპასუხა, რომ ეს საინტერესო კითხვაა, თუმცა მისთვის ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საინტერესო არ არის.

ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, რისკის ქვეშ ისეთი პროფესიებია, როგორც ხმის რეჟისორი, მედიცინის სხვადასხვა მიმართულებების სპეციასლიტები, ბუღალტერი, პროგრამისტი, ფარმაცევტი, ჟურნალისტი, დისპეტჩერი და სხვა. ტექნოლოგების აზრით, მომავალში რობოტები ადამიანებზე უკეთ გაართმევენ თავს სხვადასხვა სახის სამუშაოს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,946,972 ნახვა