უცხოური მედია

„პოლიტიკო“ – ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უკრაინის ოპოზიციის წევრებთან საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლებლობაზე საიდუმლო მოლაპარაკებები გამართეს

ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უკრაინის ოპოზიციის წევრებთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის გუნდის ოთხი წევრი უკრაინის ოპოზიციის ლიდერს, იულია ტიმოშენკოს და ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს გუნდის წევრებს შეხვდნენ.

უკრაინელ დეპუტატებსა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკის რესპუბლიკელ ექსპერტზე დაყრდნობით „პოლიტიკო“ წერს, რომ მხარეებმა განიხილეს, შეიძლება თუ არა უკრაინაში სწრაფად საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება.

„პოლიტიკოს“ თანახმად, ტიმოშენკო და პოროშენკო საჯაროდ ეწინააღმდეგებოდნენ არჩევნების ჩატარებას საბრძოლო მოქმედებების დასრულებამდე, ისევე როგორც კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მანამდე თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არის „დიქტატორი არჩევნების გარეშე“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,946,939 ნახვა