პოლიტიკა

თეთრი სახლის პრესსპიკერი ყალბ ამბავს უწოდებს უკრაინელი ლტოლვილებისთვის დროებითი სტატუსის გაუქმების გეგმის შესახებ reuters-ის ინფორმაციას და აცხადებს, რომ ამ დროისთვის გადაწყვეტილება არ არის მიღებული

თეთრი სახლის პრესსპიკერი კეროლაინ ლევიტი ყალბ ამბავს უწოდებს „როიტერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინელი ლტოლვილებისთვის დროებითი სამართლებრივი სტატუსის გაუქმების გეგმის შესახებ. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

როგორც თეთრი სახლის წარმომადგეენლი წერს, სინამდვილეში ამ დროისთვის არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„ეს არის მორიგი ყალბი ამბავი „როიტერისგან“, რომელიც ეფუძნება ანონიმურ წყაროებს, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რაზე საუბრობენ. სიმართლე ისაა, რომ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული ამ დროისთვის“, – წერს კეროლაინ ლევიტი.

მანამდე სააგენტო „როიტერმა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ომს გამოქცეული 240 ათასამდე უკრაინელისთვის დროებითი სამართლებრივი სტატუსის ჩამორთმევას გეგმავს, რამაც შესაძლოა, მათი დაჩქარებული დეპორტაცია გამოიწვიოს. მედიასაშუალების ცნობით, უკრაინელების სამართლებრივი დაცვის გაუქმების ზომა იქნება იმ 1,8 მილიონი მიგრანტისთვის სამართლებრივი სტატუსის ჩამორთმევის გეგმის ნაწილი, რომლებსაც აშშ-ში შესვლის საშუალება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ჰუმანიტარული პროგრამების ფარგლებში მისცეს. ამ ზომის მიღებას დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ მანამდე გეგმავდა, ვიდრე თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების საჯარო სიტყვიერი დაპირისპირება მოხდებოდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,947,062 ნახვა