პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოპოზიციას ვეღარ ვუწოდებთ ისეთ პარტიებს, რომლებიც არ არიან პოლიტიკურ პროცესში ჩართული

თუკი ოპოზიცია არ მიიღებს [თვითმმართველობის არჩევნებში] მონაწილეობას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანამ უკან უნდა დაიხიოს. პირიქით, პროგრესი გრძელდება, ჩვენ სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ, – პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

„ოპოზიციას ვეღარ ვუწოდებთ ისეთ პარტიებს, რომლებიც არ არიან პოლიტიკურ პროცესში ჩართული. თუკი არ მიიღებენ მონაწილეობას [არჩევნებში] ამაში სიკეთე არაფერია, იმიტომ რომ საზოგადოებას სჭირდება ოპოზიციური აზრები, ერთმანეთთან დაპირისპირებული აზრები, რათა შესაბამისი დასკვნები გააკეთოს. მაგრამ თუკი არ მიიღებენ მონაწილეობას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანამ უკან უნდა დაიხიოს. პირიქით, პროგრესი გრძელდება, ჩვენ სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ, იმიტომ რომ პროგრესი ამის გარეშე არ არსებობს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,946,981 ნახვა