პოლიტიკა

ირაკლი კუპრაძე-გვაქვს ორი მთავარი მოთხოვნა: ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების თავისუფლება. ახალი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს ბევრად მალე, ვიდრე თვითმმართველობის არჩევნები იქნება

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ოპოზიციის ორი მთავარი მოთხოვნიდან ერთ-ერთი არის ახალი არჩევნების ჩატარება, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებამდე უნდა დაინიშნოს.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს ამ გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

“ჩვენ გვაქვს ორი მნიშვნელოვანი და მთავარი მოთხოვნა. ეს არის ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების თავისუფლება. ახალი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს ბევრად მალე, ვიდრე იქნება თვითმმართველობის არჩევნები და ამ გადაწყვეტილების მიღება ბიძინა ივანიშვილს მოუწევს იმიტომ, რომ ის კრიზისი, რომელიც თავადვე შექმნა ამ ქვეყანაში 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ამას გარდაუვალს გახდის“-განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,946,987 ნახვა