თიკა ჯამბურიამ თბილისში კაფე გახსნა. ამის შესახებ ინფორმაცია მომღერალმა სოციალურ ქსელში გაავრცელა და ახლადგახსნილი კვების ობიექტის ფოტოებიც გამოაქვეყნა.
„გაიხსნა ჩემი კაფე, ჩემი ახდენილი ოცნება, ძალიან ბედნიერი ვარ, გელოდებით ყველას მთელი გულით და სულით, ჩემს პატარა კაფეში, რომელიც ძალიან მიყვარს“,-აცხადებს თიკა ჯამბურია.
კაფე ვერაზე, შანიძის 11 ნომერში გაიხსნა. ობიექტი გათვლილია მომხმარებელთა ფართო სპექტრზე. აქ შესაძლებელია დააგემოვნოთ ტკბილეული და სხვადასხვა სახის სენდვიჩები და სალათები.
როგორც თიკა ჯამბურიამ გვითხრა, კაფეს გახსნის იდეა დიდი ხანია, ჰქონდა, თუმცა სატელევიზიო პროექტში წარმატებული მონაწილეობის შემდეგ, ამ იდეის განხორციელებაზე ფიქრი სერიოზულად დაიწყო და განახორციელა კიდეც.
„კაფე ყველანაირი გემოვნების მომხმარებლისთვისაა გათვლილი, აქ ნახავთ როგორც ცნობილი რეცეპტებით დამზადებულ, ისე ჩემი და სხვა კულინარების მიერ, ექსკლუზიურად შექმნილ პროდუქციას“,-ამბობს თიკა ჯამბურია.
