სამართალი

შსს – ბაჩიაშვილი სომხეთში ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით გადავიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილი სომხეთში ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით გადავიდა.

უწყების ცნობით, სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, ბაჩიაშვილმა მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა და ასე მოხვდა მესამე ქვეყანაში.

“გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ, ამ ეტაპზე გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაცია, გ.ბ.-ს მიერ, სახელმწიფო საზღვრის სავარაუდოდ უკანონო გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, ამ ეტაპზე დადგენილია, რომ გ.ბ.-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა, ხოლო აღნიშნულის შემდეგ, სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გაიარა საზღვარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად გრძელდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე პირების დადგენა – დაკავების მიზნით.ინფორმაციას შედეგების შესახებ სამინისტრო საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის. გ.ბ.-ს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარედგინა”, – წერს უწყება.

შეგახსენებთ, ბიზნესმენმა გიორგი ბაჩიაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველო დატოვა. ბაჩიაშვილს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ორ საქმეზე ედავება პირველი გირაო 2023 წლის 6 ივლისს შეეფარდა 2.5 მილიონი ლარის ოდენობით, ხოლო მეორე საქმეზე, რომელზეც მას ბრალი რამდენიმე დღის წინ წარუდგინეს გირაო 50,000 ლარის ოდენობით 25 თებერვალს დაეკისრა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,946,742 ნახვა