Uncategorized

ტრამპი: პუტინმა უკრაინაში შეჭრა ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გაყვანის შემდეგ გადაწყვიტა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომის დაწყება 2021 წელს ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გაყვანის შემდეგ გადაწყვიტა, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

ტრამპმა მომხდარში ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დაადანაშაულა და მათ არაკომპეტენტური ადამიანები უწოდა.

„როცა პუტინმა ნახა, თუ რა მოხდა, ადგა და თქვა: „ალბათ, ეს ჩემი შანსია“. აი, ასე ცუდად იყო ყველაფერი. ეს არ უნდა მომხდარიყო. ძალიან არაკომპეტენტური ადამიანები იყვნენ“, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ბაიდენისთვის „პოლიტიკურ კატასტროფად“ იქცა, რადგან ავღანეთის მთავრობა დაემხო და ხელისუფლებაში „თალიბები“ მოვიდნენ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,946,742 ნახვა