Uncategorized

ტატუ შესაძლოა სიმსივნის წარმოქმნის რისკთან იყოს დაკავშირებული – კვლევა

დანიის მეცნიერების კვლევის თანახმად, მელანი, რომელსაც ტატუირების დროს იყენებენ ლიმფურ კვანძებში გროვდება, რაც შეიძლება სიმსივნის წარმოქმნის რისკთან იყოს დაკავშირებული, – წერს Skynews-ი.

სპეციალისტების თქმით, მსგავსი რისკი იმის გამო იზრდება, რომ მელანი არა მხოლოდ ინიექციის ადგილას რჩება, არამედ ლიმფურ კვანძებშიც გადადის, რომლებიც ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან იცავენ.

მეცნიერები შეშფოთებულები არიან იმ ფაქტით, რომ მელანს, რომელსაც ტატუირების დროს იყენებენ ლიმფურ კვანძებში ანთებითი პროცესის გამოწვევა შეუძლიათ, რაც სიმსივნის წარმოქმნის რისკს ზრდის.

სპეციალისტების თქმით, დიდი მნიშვნელობა ასევე ტატუს სიდიდეს აქვს. კერძოდ, სიმსივნის რისკი იმ შემთხვევაში იზრდება, როდესაც ტატუ ხელისგულზე დიდი მოცულობისაა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,946,772 ნახვა