განათლება

რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის დღეს დაიწყო და 2 აპრილს დასრულდება

2025 წლის რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 5 მარტს, 10:00 საათზე დაიწყო და 2 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელები გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურს გადაიხდიან 2 აპრილის 18:00 საათამდე, მაგრამ რაიმე მიზეზით ვერ მიიყვანენ რეგისტრაციის პროცესს ბოლომდე, მათ შესაძლებლობა ექნებათ 10 აპრილის 18:00 საათამდე დაასრულონ რეგისტრაცია.

დეტალური ინფორმაცია 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებისათვის

დეტალური ინფორმაცია 2025 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისათვის

დეტალური ინფორმაცია 2025 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის მონაწილეებისათვის

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა