მოლდოვის ამჟამინდელი მთავრობა, მაია სანდუ და მისი „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ერთგვარ „შავ სიაშია“, – წერს პოლიტოლოგი და ექსპერტი დიონის ჩენუშა სოციალურ ქსელ X-ში.
ექსპერტის განცხადებით, ლიბერალური გლობალისტური ძალების წინააღმდეგ კრიტიკისას რუმინეთის გამოყენების შემდეგ, ტრამპის გუნდი იგივე ნარატივს მოლდოვასთან დაკავშირებით იყენებს.
მოლდოვა ტრამპმა ამერიკული სახსრების „ფუჭად გაფლანგვის“ გამო კონგრესში სიტყვით გამოსვლისას გააკრიტიკა. კერძოდ ისაუბრა საერთაშორისო პროგრამებთან დაკავშირებით ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ხარჯებზე. მან მოლდოვა კვლავ მოიხსენია, როგორც თანხების მიმღებად, რომელსაც უსარგებლოდ თვლის.
საქმე ეხება 32 მილიონი დოლარს, რომელიც მოლდოვაში მემარცხენე შეხედულებების პროპაგანდის დასაფინანსებლად გამოიყო.
„32 მილიონი დოლარი მოლდოვაში მემარცხენე პროპაგანდისტული ოპერაციისთვის“, – განაცხადა ტრამპმა კონგრესის ტრიბუნიდან.