Uncategorized

თეთრი სახლი- კონგრესში დონალდ ტრამპის პირველი გამოსვლის თემა იქნება „ამერიკული ოცნების აღორძინება“

თეთრი სახლის განცხადებით, კონგრესში დონალდ ტრამპის პირველი გამოსვლის თემა იქნება „ამერიკული ოცნების აღორძინება“. Fox News-ის ცნობით, მოხსენება ოთხი ნაწილისგან შედგება : პრეზიდენტობის პირველი შედეგები, ეკონომიკური შედეგები, საზღვრების უსაფრთხოება და საერთაშორისო გზავნილები.

„იქნება ბევრი სიურპრიზი და სპეციალური მომენტები ტელევიზიებისთვის“,- აცხადებს წყარო თეთრი სახლიდან.

თავის სიურპრიზებს ტრამპს დემოკრატებიც უმზადებენ. როგორც Axios იუწყება, ოპოზიცია საპროტესტო აქციებს განიხილავს. მაგალითად, ზოგი ფიქრობს, მიიტანოს დარბაზში კვერცხები იმის ნიშნად, რომ ქვეყანაში კვერცხის დეფიციტია. ნაწილი გეგმავს, ტრამპს წითელი ბარათი აჩვენოს და დარბაზი დემონსტრაციულად დატოვოს.

დემოკრეტაბი ასევე აპირებენ, მივიდნენ დარბაზში სამსახურიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელეების, ასევე სოცდახმარებების შემცირებით დაზარალებული ინვალიდების ნიღბებით.  

კონგრესში ტრამპის გამოსვლის პირდაპირი ტრანსლაცია YouTube-ზე თბილისის დროით 5:40 სთ-ზე დაიწყება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,946,036 ნახვა