პოლიტიკა

უკრაინამ კახა კალაძეს ” სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის“ წოდება ჩამოართვა

უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრომ რამდენიმე სპორტსმენს სპორტული ტიტული ჩამოართვა. მათ შორისაა თბილისის მერი, კიევის დინამოს ყოფილი მცველი კახა კალაძეც. რომელსაც “უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის“ წოდება ჩამოერთვა.

ამასთან ყოფილ ფეხბურთელს ანატოლი ტიმოშჩუკს და მოჭადრაკე სერგეი კარიაკინს ჩამოერთვათ “უკრაინის სპორტის დამსახურებული ოსტატის” და “უკრაინის სპორტის ოსტატის” ტიტულები.

სრული სია სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

თბილისის მერი უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაშიცაა. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით  კახა კალაძეს კიევში 2 ბინა აქვს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,945,736 ნახვა