უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის სამხედრო დახმარებას აჩერებს.
ალექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელში კითხვას სვამს: „როგორ ფიქრობთ, ახლა რა უნდა გავაკეთოთ?“
„1. გადავჭრათ პრობლემა ტრამპის ადმინისტრაციასთან: თუ ბოდიში უნდა მოვიხადოთ, მოვიხადოთ ბოდიში. ჩვენი მთავარი ამოცანაა არ წავაგოთ ომი და არ დავკარგოთ ხალხი;
2. დავიწყოთ სისტემური მუშაობა რესპუბლიკელებთან და დემოკრატებთან. პრეზიდენტის ოფისს უკვე ჰქონდა საუბარი ფიცპატრიკთან, რაც კარგის ნიშანია. ჩვენ უნდა გავზარდოთ მასშტაბი;
3. გვჭირდება კონკრეტული გეგმა: როგორ შეგვიძლია გადავრჩეთ აშშ-ის დახმარების გარეშე?
4. უნდა დავიწყოთ მუშაობა ამერიკაში პროტესტანტებთან – ისინი ტრამპის ადმინისტრაციის საფუძველი არიან;
5. გამოვრთოთ ემოციები – ჩავრთოთ გონება. რეალობა ის არის, რომ ტრამპი ახლა აშშ-ის პრეზიდენტია.
ჩვენ სრულიად დამოკიდებულები ვართ აშშ-ზე და უნდა ვითამაშოთ ტრამპთან ერთად და არა მის წინააღმდეგ. ისედაც საკმარისი მტრები გვყავს; ნუ დავკარგავთ მეგობრებს. პრინციპში, ჯერ ყველაფერი არ არის დაკარგული. ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია, გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან არც ისეთი დიდი დანაკარგებით, როგორც ეს ჩანს, მაგრამ ამისთვის უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა რეიტინგისთვის და გადავერთოთ ქვეყნისთვის ბრძოლაზე“, – წერს გონჩარენკო.