პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – სხვისი ცრემლით და სხვისი ხელით გულადები რომელი ქვეყნების ხელისუფლებები არიან, კარგად ჩანს

სხვისი ცრემლით და სხვისი ხელით გულადები რომელი ქვეყნების ხელისუფლებები არიან, ეს საჯაროდაც კარგად ჩანს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილი უკრაინაში ომთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს „სიენენთან“ ინტერვიუს გამოეხმაურა.

„სანქციებსა და ესტონეთზე გამახსენდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამ ინტერვიუში, მართალია, არ ასახელებს, რომელი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა უთხრა, რომ აჯობებს, უკრაინელებმა ერთი წელი კიდევ იომონო, თუმცა სხვისი სისხლით, სხვისი ცრემლით და სხვისი ხელით გულადები რომელი ქვეყნების ხელისუფლებები არიან, მგონი, ეს საჯაროდაც კარგად ჩანს“, – წერს პაპუაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,945,866 ნახვა