პოლიტიკა

იაგო ხვიჩია – სანქციები „ქოცებს“ ნაკლებად აინტერესებთ და მე რომ ვინერვიულო ბალტიის ქვეყნების მიერ „ქართული ოცნების“ დასანქცირებაზე ადეკვატური არ იქნება

ბალტიის ქვეყნების მიერ „ქართული ოცნების“ დასანქცირებაზე მე რომ ვინერვიულო, ადეკვატური არ იქნება, მაშინ როდესაც სანქციები თვითონ „ქოცებს“ ნაკლებად აინტერესებთ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის მოცემულობა, რომელიც ვისაც ეხება, იმასაც კი შედარებით ნაკლებად აღელვებს.

„მგონია, სანქციები თვითონ „ქოცებს“ ნაკლებად აინტერესებთ და მე რომ ვინერვიულო ბალტიის ქვეყნების მიერ „ქართული ოცნების“ დასანქცირებაზე ადეკვატური არ იქნება. შესაბამისად, ვუყურებ ამას როგორც მოცემულობას, რომელიც მგონი ვისაც ეხება, იმასაც კი შედარებით ნაკლებად აღელვებს. ახლა ჩვენი ყურადღება გადატანილია ამერიკის შეერთებულ შტატებზე, იქ მიმდინარე მოვლენებზე და იმ რეაქციაზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები გამოხატავს, როგორც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მიმართ, ისე საქართველოს მიმართ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე, არის თუ არა სანქციები ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან მოთხოვნის შედეგი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ „ქოცებს“ სანქციებს ოპოზიციის გამო არ ადებენ, სანქციებს საკუთარი ქმედების გამო ადებენ“.

„ჩვენს გარდა, ოპოზიცია მათი დამხმარეა, რომ რაღაცნაირად გამოძვრნენ ამ სიტუაციიდან, თუმცა ოპოზიცია ზოგჯერ ეხმარება და ზოგჯერ არ შეუძლია. ეს კონკრეტული შემთხვევა არა ოპოზიციის დამსახურებაა, არამედ ის, რომ ოპოზიცია ვერ დაეხმარა სათანადოდ რომ გამომძვრალიყვნენ. ქვეყანაში ახალი არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაშია საჭირო, ეს ყველას ესმის, რადგან საქართველოს პარლამენტი იქცა „ქოცების“ თავყრილობად და არა პარლამენტად. შესაბამისად, ჩვენ თვითონ, „ქოცებს“ უნდა უნდოდეთ, ამ ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება ჩაერთოს, რომ ადამიანებმა ლაპარაკის ნაცვლად ერთმანეთთან ჩხუბი არ დაიწყონ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე, შეძლებს თუ არა ოპოზიცია, სანქციებით საქართველო არჩევნებამდე მიიყვანოს, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამერიკის შეერთებული შტატები.

„პრეზიდენტი ტრამპი და შეერთებული შტატების პოზიცია არის ერთადერთი, რომელსაც გადამწყვეტი გავლენის მოხდენა შეუძლია მიმდინარე პროცესებზე“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,945,855 ნახვა