ბათუმში დიდთოვლობის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. მუნიციპალური სამსახურები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. ყველა ცენტრალური და საკვანძო გზა გაწმენდილია.
დასასრულს უახლოვდება შიდა საუბნო გზების თოვლის საფარისაგან გაწმენდის სამუშაოები.
მუნიციპალური ავტობუსები შეუფერხებლად გადაადგილდებიან.
Facebook Comments Box