პოლიტიკა

ხათუნა ხოფერია : მოკლედ, ჩემი ჟღალი მიმინო დიდ ომშია! მთავარი ფრონტი კი, გლობალისტების მიერ შეთხზულ, მოდელირებულ მსოფლიოსა და რეალურ, ნაღდ მსოფლიოს შორის მიმდინარეობს!

თეთრ სახლში, ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრის დრამატულ განვითარებას ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„ბასტა!.. გლობალისტების მიერ, ათწლეულების მანძილზე, ადამიანების ცნობიერში ნაშენები მსოფლიო დაინგრა!

დიახ, მოდელირებული სამყარო აღარ არსებობს!

Welcome, братва, რეალურ ცხოვრებაში!

არა და, რამდნი “ ტრუპი” ჩამოატარა მდინარემ… მტრებისაც და მოყვარეებისაც…

რამდენჯერ ჩავიქნიეთ ხელი სიმართლის.. არა, მარტო სიმართლის არა, ჭეშმარიტების ვერ დამტკიცების, ვერ შეგონების, ვერ გაგების გამო.

შორიდან არ გავიხსენებ. აგერ, ახლო წარსულიდან ვიტყვი:

– არაა ეგ კაცი დემოკრატიის შუქურა! მთხლეია, მთხლეი!- ვყვირიდით!

ვინ გისმინა…

– არ მოგვიგია 2008 წლის ომი! წავაგეთ, მიწები დავკარგეთ, შვილები დავკარგეთ, კოდორშიც ჩამოწერეს იარაღი და მიუგდეს მტერს… ქვების გროვა იყოო, თქვა შუქურამ, ეგ თქვენი ლიახვის ხეობაო… ვყვირიდით, რომ მოღალატეა, აგენტია, სულგაყიდულია…

ვინ გისმინა…

-არაა უკრაინის ომი ჩვენი საქმე. სამშობლოს და მშვიდობას გავუფრთხილდეთ!

რაიო?… მშვიდობა კი არა, მეორე ფრონტი უნდა გავხსნათო! გახსოვთ ხომ, პარლამენტის დარბაზში შემოტლაშუნებული ბებერი ძუკნა უკრაინის ელჩთან ერთად?!… უკრაინის სახელმწიფო ჰიმნის აგუგუნება ჩვენი ჰიმნის წინ. გახსოვთ ხომ, კრეტინი არახამია როგორ მიმართავდა ქართველ ხალხს ივანიშვილის განადგურების პირობით?!…

– არაა ზელენსკი გმირი, არც პოლიტიკოსია და არც პრეზიდემტი… მასხარა და კოკაინით გაბრუებული ხელის ბიჭიაო- ხმის ჩახლეჩვამდე ვყვიროდით…

გისმინა ვინმემ?!…

– წააგო უკრაინამ ომი, ბევრი “ დაუჟანგავი” იარაღი აქვს რუსეთს! არ შეიძლება გინდოდეს ერის ამოწყვეტა, მისი ენის აკრძალვა, რუსი ბავშვების გამოყრა ბაღებიდან და სკოლებიდან, დოსტოევსკისთან ბრძოლა, პრიმა ბალერინების არდაშვება თეატრებში, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების გადაფარვა! ნუ შობით ამას! ნუ აუპატიურებთ ისტორიას! არ შეიძლება ასეთი ზეწოლა ადამიანების გონებაზე!!! – ვყვიროდით დაბერლი იოგებით.

არაა… მაინც აწვებოდნენ “ სლავა უკრაინას” და მიიღეს კიდეც ჭიტლაყი პარტნიორი აშშ- სგან!

კაია კალასმა თქვა დღეს -“თავისუფალ მსოფლიოს სჭირდება ახალი ლიდერიო”. კაია და ჯანდაბა მაგას…

მიხვდა, ეტყობა, რაღაცას!

უგრძვნია! უგრძვნია!

ისე, იგრძნობდა, აბა რაა… თავად იყო იმ მოდელირებული მსოფლიოს პოლიტიკის და პროექტების აღმასრულებელი. ალბათ, თავიც დაიჯერა იმ საერთო გამოყენების ინსტრუქციებით.

არა რაა… ეს ფაუჩები და ბლინკენები, ბაიდენები და მაკკეინ- მაკრონ- შოლც- ბერბოკები, მაია სანდუები და კამელა და ნენსი და ჯონსონ- სტარმერები… დავიჯერო, მართლა არსებობდნენ?! თუ ისინიც რაღაც ეფემერული, მოგონილი, ილუზორულად შექმნილი ნაბიჭვრები იყვნენ?! ან ის კელი დეგნანი… ბულგაკოვის “ სატანის მეჯლისიდან” ვაკის გარაჟში შემოპარულ პერსონაჟს რომ გავდა…

ღმერთო, რა უქნეს ადამიანების გონებას, ცნობიერებას, სულიერებას!

P.S.

მოკლედ, ჩემი ჟღალი მიმინო დიდ ომშია!

ამ ომის მთავარი ფრონტი კი, გლობალისტების მიერ შეთხზულ, მოდელირებულ მსოფლიოსა და რეალურ, ნაღდ მსოფლიოს შორის მიმდინარეობს!

რადიკალურადაა დაშორებული ეს ორი სამყარო ერთმანეთისგან… ისევე, როგორც ბოროტება და სიკეთე, ზიზღი და სიყვარული, სინათლე და სიბნელე.

რა ბედნიერებაა საღი გონებით, ჭეშმარიტების გაცნობიერებით, მარადიული ღირებულებებით ცხოვრება!

ცხოვრება იმ სამყაროში, სადაც ღმერთი არს ღმერთი! დედა არის ქალი, მამა არის კაცი, სამშობლო არის საქართველო!

P.P.S.

ახლა, თოვს… სტიქიაა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება!

ზოგი მღერის, ზოგს ეშინია, ზოგი ციგაობს, ვიღაც ტირის, ვიღაც თოვლის პაპას მოსავს, ვიღაც თოვლს ბერტყავს თავისი სახლის, კერიის სახურავიდან…

ეს ცხოვრებაა… რეალური, ნაღდი, არამოდელირებული ცხოვრება! თავისი სიკვდილ- სიცოცხლის ქრონიკებით. თავისი ტკბილ- მწარეთი, ჭირით და ლხინით…

ჰოდა, ცხოვრებას გაუმარჯოს!

საღი გონებით, თავისუფალი აზროვნებით, სიყვარულით სავსე ცხოვრებას!

თქვენ გაგიმარჯოთ, ჩემო მეგობრებო, ვინც შეძელით და გადარჩით!

მიყვარხართ!

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,945,569 ნახვა