უცხოური მედია

ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ მისი ურთიერთობა ტრამპთან, შესაძლოა, გადარჩეს და მინერალებზე შეთანხმება მაინც შედგეს

ვლადიმერ ზელენსკის არ მიჩნია, რომ თეთრ სახლში, შეხვედრაზე რამე ცუდი ჩაიდინა და ბოდიში აქვს მოსახდელი ტრამპის წინაშე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ოვალურ კაბინეტში შეხვედრის დროს ის საუბრობდა როგორც იმ ხალხის პრეზიდენტი, ვინც სამი წელია იბრძვის.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ “კიევი ღიაა, რათა შეჩერდეს საომარი კონფლიქტი“.

„მე არ შემიძლია ვთქვა „შეჩერდით!“, რადგან არავინ შეჩერდება. ჩვენ გვინდა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა“,-აღნიშნა მან.

ზელენსკიმ ასევე იმედი გამოთქვა, რომ მისი ურთიერთობა ტრამპთან, შესაძლოა, გადარჩეს და მინერალებზე შეთანხმება მაინც შედგეს.

„ეს შეთანხმება რამდენიმე კვირის განმავლობაში მზადდებოდა, მე ვფიქრობ, რომ ქვეყნებმა მას ხელი უნდა მოაწერონ. ამის გაკეთება შეუძლიათ მინისტრებს, უნდა დაიგეგმოს შემდგომი ნაბიჯები“,-განაცხადა მან.

ამასთან, „როიტერი“ უცნობ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპი არ არის დაინტერესებული შეთანხმების განახლებაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,945,569 ნახვა