პოლიტიკა

ვიქტორ ორბანი – ძლიერი ადამიანები ქმნიან მშვიდობას, სუსტები კი – ომს, დღეს დონალდ ტრამპმა მამაცურად დაიცვა მშვიდობა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგმა ეს რთულად მოინელა, მადლობა, ბატონო პრეზიდენტო

ძლიერი ადამიანები ქმნიან მშვიდობას, სუსტები – ომს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.

ორბანი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას ეხმაურება და ტრამპს მადლობას უხდის.

როგორც ორბანი აღნიშნავს, დონალდ ტრამპმა მამაცურად დაიცვა მშვიდობა.

„ძლიერი ადამიანები ქმნიან მშვიდობას, სუსტები – ომს. დღეს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მამაცურად დაიცვა მშვიდობა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგმა ეს რთულად მოინელა. მადლობა, ბატონო პრეზიდენტო“, – წერს ორბანი.

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის პრეზიდენტმა კი თეთრი სახლი დატოვა. ამასთან, შეხვედრის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის, ის პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს ოვალურ კაბინეტში. შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,945,660 ნახვა